მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობის“ საქმე წასულია, შიგნით ძალიან მძიმე მოცემულობა აქვთ

მერკანტილიზმი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაცილებით მეტად განსაზღვრავს არჩევნების მაღალ ტემპერატურას, ვიდრე პოლიტიკური იდეალები ან ქვეყნის პატრიოტული პრეფერენციები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მძიმე მოცემულობაა.

“მეჩვენება, რომ, როგორც იტყვიან, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე წასულია, შიგნით ძალიან მძიმე მოცემულობა აქვთ. ბევრი ხნის განმავლობაში უზარმაზარი შეცდომები, როცა მათი რეპუტაცია არ ბრწყინავდა და ისედაც ჰქონდათ სახელი გატეხილი – ამ ყველაფრის ფონზე, გარდაუვალი იყო პოლიტიკური ფიასკო, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ. უბრალოდ, ახლა პროცესები უფრო რთულად მიმდინარეობს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანებს ცოტა მეტი დრო სჭირდებათ, გააანალიზონ და შეეგუონ მარცხს, ვიდრე ეს შეიძლება, საღ პოლიტიკურ გუნდში იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები