ირაკლი ქადაგიშვილი: ცდილობენ, რომ ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა გარკვეული ვაჭრობის საგანი გახდეს, სწორედ ამას გვინდა, თავი ავარიდოთ

„რაღაცნაირად ყველა ცდილობს, რომ ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა გარკვეული ვაჭრობის საგანი გახდეს. სწორედ ამას გვინდა, თავი ავარიდოთ. ამიტომ, რომ იტყვიან, დაბევებული გვაქვს ის კანონი, რომელიც უკრაინას უკვე მიღებული აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

“აბსოლუტურად ნეიტრალურნი არის საქართველოს ინტერესებზე მორგებასთან დაკავშირებით და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას იმიტომ, რომ ერთი ერთში იგივეა ეს კანონპროექტი. უკრაინულ კანონზე მიღებული დასკვნა, ბუნებრივია, ავტომატურად გავრცელდება საქართველოსთან მიმართებით. ამიტომ ამ შემთხვევაში ვაფიქსირებთ პოზიციას და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციებსა ან გარკვეულ გარიგებებში შესვლა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები