გიორგი მუმლაძე: მივმართავ “ნაცმოძრაობას”, დააორგანიზოს მიშას თავისუფლების მოთხოვნით ქუჩის აქტიური საპროტესტო კამპანია და დროებით შევწყვეტ ჩემს საარჩევნო კამპანიას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე პარტიას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩის აქტიური საპროტესტო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდებს.

როგორც მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიას დროებით შეწყვეტს.

“დღეს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის არმოყვანა ადასტურებს, რომ ის არის უმძიმეს მდგომარეობაში!

ამიტომ, რუსული რეჟიმი უმალავს საზოგადოებას მომაკვდავ პრეზიდენტს!

მივმართავ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი დიდი რესურსის გათვალისწინებით, დააორგანიზოს, მიშას სასამართლოში მოყვანის და თავისუფლების მოთხოვნით, ქუჩის აქტიური საპროტესტო კამპანია!

რაშიც ჩავერთვები ბოლომდე და დროებით შევწყვეტ ჩემს საარჩევნო კამპანიას!

მხარდამჭერებთან ერთად კი, ვიქნები ამ პროტესტის და ბრძოლის ავანგარდში!

ახლა, ამ მომენტისთვის ნებისმიერ შიდაპარტიულ პროცესსა და პიროვნულ ურთიერთობაზე მაღლა დგას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის საკითხი! #თავისუფლებამიშას“, – წერს მუმლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები