მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოსამართლის განმარტებით,  წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვითაც ექიმი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა კლინიკა “ვივამედის” დირექტორმაც. ნინო ნადირაძის განცხადებით, პაციენტის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ არის.

“პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა, დაინიშნა შესაბამისი კვლევები. დღეს და ხვალ ამ კვლევებს კიდევ ჩავატარებთ, განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და გადაყვანა და არც ერთ შემთხვევაში, მისი აქ ყოფნისას არც ერთ ეტაპზე, სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. ჩვენ, ექიმები, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული,” – აცხადებს ნინო ნადირაძე.

ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ელოდნენ. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველების განცხადებით, მას სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები