ირაკლი ბერაია: საქართველო არასოდეს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც – დღეს

????????????????????????????????????

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სფეროში საქართველო-ნატოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ, კომიტეტის წევრებს დახურულ ფორმატში ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებებზე, ნატო-საქართველოს შორის არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და მათი იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე ინფორმაცია გააცნეს.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის მიმართულებებს. საქართველო-ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და მათი მნიშვნელობა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა თავდაცვის სფეროში ალიანსთან თანამშრომლობას ენიჭება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. დღეს საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ეს გამოიხატება როგორც პრაქტიკული ისე პოლიტიკურ თვალსაზრისით. საუბარია თანამშრომლობის იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, რაც შეეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას – საქართველო ყოველთვის მონაწილეობს ალიანსის სამიტებსა და მინისტერიალებში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შედეგებით სრულდება”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიც განიხილეს, რომელზეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები