ირაკლი ზარქუა: ეს კეზერა რას ამაიმუნებს და ამასხარავებს “ნაცმოძრაობას”, ვერ ვხვდები, მაგრამ ღირსნი არიან

მე მგონია, რომ გუბაზას ეკუთვნის თავმჯდომარეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე ფიქრობს.

ზარქუას განცხადებით, პარტიაში ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს.

„არ ვიცი, რა პროცესთან გვაქვს საქმე, იმდენად ტრაგიკომედიურია, კომენტარიც კი მეუხერხულება. “ხაბემ” იცის თუ უმალავენ ამას? შიდაპოლიტიკური პროცესი მიდის სავარაუდოდ, გადანაწილება და ეს “კეზერა” რას ამაიმუნებს და ამასხარავებს ამათ, ვერ ვხვდები, მაგრამ ღირსნი არიან. პარტიას, რომელიც დაცლილია პრინციპებისგან, მორალისგან, პატრიოტობისგან, ბუნებრივია, ასე ეხუმრება ალბათ მერე კეზერასავით წაგებული ომით გამდიდრებული მინისტრი. ხუმრობა არ ჰქვია ამას, “ღადაობაა”, რა ჭიაბერაშვილი თავმჯდომარედ, ხაბე კი აქტივისტი იყო და გასაგებია, მაგრამ ჭიაბერაშვილის შემოყვანა, მე არ ვიცი… მე მგონია, რომ გუბაზას ეკუთვნის თავმჯდომარეობა, ყველაზე დიდი დამცველი “ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის ეგ იყო,” – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები