მიხეილ სარჯველაძე – სახალხო დამცველის არჩევაზე: შემჭიდროვდა ადამიანების წრე, რომლებიც შეიძლება, აირჩეს – მონდომებულები ვართ, საქართველოსთვის საუკეთესო კანდიდატი ავირჩიოთ

რამდენიმე კრიტერიუმია, რის მიხედვითაც ჩვენ კანდიდატებს ვაფასებთ. მონდომებულები ვართ, რომ ავირჩიოთ საქართველოსთვის საუკეთესო კანდიდატი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობის საქმეა, ვის აირჩევ. თუ პოლიტიკოსი ხარ, თუ მონაწილეობ შენი ქვეყნის მართვაში, უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება. შევთავაზეთ ოპოზიციას – წარადგინეთ და ჩვენ არჩევანი დაგვიტოვეთ. არ შეიძლება ასეთ დროს გქონდეს ულტიმატუმი ან ეს, ან არავინ სხვა.

შემჭიდროვდა ადამიანების წრე, რომლებიც შეიძლება, აირჩეს. ჩვენი ამოცანაა სახალხო დამცველის არჩევა და ჩვენი ამოცანაა არ შეიძლება ოპოზიციის ქომაგის არჩევა. სახალხო დამცველი, რომელსაც ავირჩევთ კრიტიკული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, კრიტიკული, გაბედული განწყობა, დამოუკიდებელი, მაგრამ არა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ოპოზიციასთან მიკერძოებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები