ხაშურის მინიციპალიტეტში, დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა.

უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც ერთ-ერთი მონაზონი დაშავდა. ის სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები