საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდაში, ვეხმარებით – დაიცვას საკუთარი თავი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბუქარესტში, მოლდოვისა და ბოსნია- ჰერცოგოვინას მინისტრებთან ერთად. ვფიქრობ, ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, უკვე ბევრს მოწმობს.
საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. პარტნიორები რომლებიც ჩამოვთვალე და საქართველო მათ შორის რუსეთის მხრიდან ჩარევას განიცდის. საქართველოში განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დრომდე კონტროლდება რუსეთის მხარდაჭერილი ძალების მიერ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს იმ მუშაობას და თანამშრომლობას, რაც გვაქვს საქართველოსთან. ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდაში, ვეხმარებით – დაიცვას საკუთარი თავი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.