ირაკლი ზარქუა: გაუგებარი იყო ამერიკის ელჩის განცხადება, რომ უკრაინული კანონი გაწვეული იყო ვენეციის კომისიისგან, გადამოწმდა და ითქვა, რომ პროცესი არ გაჩერებულა

12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხის მისწრაფებების შესაბამისია, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ევროპას დავუახლოვდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს. 

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტი ყველა მხარისთვის მისაღები კრიტერიუმებით წარადგინა,  ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტი კი სამარცხვინოა.

“ინტერპრეტაციების გამოსარიცხად უკრაინული მოდელი ავიღეთ, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო ევროპის მაღალჩინოსნების მხრიდან და კონკრეტული გვარები ვიცით, ვინც კანონს ხოტბა შეასხეს, მაგარი კანონია და მის აღსრულებას ველოდებითო. უკრაინული კანონი ერთი ერთში გადმოვიღეთ, მათ შორის, აღსრულების ნაწილიც. ჩვენ ის კრიტერიუმები მოვამზადეთ, რაც არის ყველასთვის და რაც ევროკომისარმა თქვა, რომ ოლიგარქი რუსეთშიც, უკრაინაშიც და სხვაგან ერთი და იგივეა, ჩარჩო უნდა შეიქმნას და მასში ვინც მოხვდება, იქნება ოლიგარქის სტატუსის მატარებელი. ოპოზიციამ როგორც კი მიხვდა, რომ ეს კანონი მათ დამფინანსებლებს ოლიგარქად გაამწესებს, მაშინვე დაიწყეს ობსტრუქცია, მაგიდის აყირავება. მათ მიერ შემუშავებული კანონი სამარცხვინოა, ეს არის ოლიგარქების დაკანონების მცდელობა. ჩემთვის გაუგებარი იყო ამერიკის ელჩის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ კანონი გაწვეული იყო ვენეციის კომისიისგან. გადამოწმდა და ითქვა, რომ პროცესი არ გაჩერებულა, მიდის მუშაობა. მოდით, გავერკვეთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნა პრობლემა არ არის, ჯერ უნდა გავერკვეთ, საქმე რასთან გვაქვს. ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ჩნდება, ევროკავშირი ადასტურებს, რომ უკრაინულ მოდელზე მუშაობა მიდის და ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამოიწვიეს“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები