გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მოუნადირებელი დათვის ტყავზე ძიძგილაობას ვამსგავსებ იქ არსებულ სიტუაციას
მოუნადირებელი დათვის ტყავზე ძიძგილაობას ვამსგავსებ იქ არსებულ სიტუაციას, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში ვერ გარკვეულან რა პოლიტიკური მომავალი ექნება „ნაცმოძრაობას“ ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.
„ვერ გარკვეულან შიგნით რა რესურსით იქნება ეს პარტია ნებისმიერი გათამაშების შემთხვევაში წარმოდგენილი და საერთოდ რა პოლიტიკური მომავალი ექნება ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.
ერთ მხარეს არის „ხაბე“[ლევან ხაბეიშვილი], რომელიც 2014 წლამდე კარგი ბიჭი იყო(რას ვგულისხმობ თვითონ მიხვდება), იქით არის მელია, რომელსაც შიდა, თავის ელექტორატზე გამკლავება უწევს და მესამე – ვანო [მერაბიშვილი], რომელიც მგონია საბოლოო ეპიტაფია იქნება ამ პარტიის პოლიტიკური სასაფლაოს ლობზე.
წარმოუდგენლად არ მიგაჩნიათ, რომ დღეს ვანო მერაბიშვილს ვინმემ ხმა მისცეს?! იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც 9 წელი ის პოლიტიკური მანქანა ჩადიოდა“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე იბრძოლებს.