კახა კალაძე: ქალაქში რეკრეაციული ადგილების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის – მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა და „მზიურის“ ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდება

მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ტერიტორია, რომელიც „მზიურის“ გაგრძელებაა და ამ პარკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, დედაქალაქის მოსახლეობას დაუბრუნდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, „მზიურის“ ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო კერძო მესაკუთრეს, რომელიც თანამშრომლობაზე წამოვიდა და აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა მოხდა. დავიწყებთ პროექტის გაკეთებას და შემდეგ უშუალოდ სამუშაოებს განვახორციელებთ. ქალაქში რეკრეაციული ადგილების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თითოეული თბილისელისთვის.

დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის სუფთა ჰაერი, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენ ბევრი ასეთი ტერიტორია დავუბრუნეთ დედაქალაქს. გაყიდული და გასხვისებული იყო კონკრეტული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებს ვუბრუნებთ მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები