კახა კალაძე: მელია რადიკალიზმით გამოირჩევა, ხაბეიშვილი კი ჩემი ფავორიტია, გამიხარდება თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება

მელია რადიკალიზმით გამოირჩევა, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი გააკეთეს, მაშინ, როდესაც ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით და საზოგადოებას ვესაუბრებოდით მომავალსა და მომავალ პროექტებზე ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია], მელიას თამადობით დაკავებულები იყვნენ ჩემი შეურაცხყოფით, ჩემო ოჯახის დაკნინებით, ტალახის სროლით და ა.შ., – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ხაბეიშვილი კი ჩემი ფავორიტია, მე მას მხარს ვუჭერ და გამიხარდება თუ ის გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მაგრამ კიდევ უფრო მათთვის მძიმეა ის, რომ მაგალითად ხარ ნიკა მელია, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარიდან ხაბეიშვილის მოადგილემ, ნადირაძემ გააგდო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები