კახა კალაძემ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები დაასახელა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მიმართულებები დაასახელა.

მისივე თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია მერიას დეკემბერში ექნება.

„ორი ძირითადი მიმართულებაა. პირველი არის სოციალური ჯანდაცვის პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ ოჯახს ვეხმარებით, უამრავი მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს ამ მიმართულებით – ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ოპერაციების დაფინანსება, აუტიზმის სპექტრის ბავშვების მხარდამჭერი პროგრამები და ა.შ. რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება მომავალ ბიუჯეტში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ისევე როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ქალაქში მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები