დავით მათიკაშვილი: რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი, იგივე “ნაცმოძრაობა” ცდილობს, დაიცვას ოლიგარქი კეზერაშვილი
„პირდაპირ, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი, იგივე “ნაცმოძრაობა”, დაიცვას ოლიგარქი კეზერაშვილი იმ შესაძლო შეზღუდვებისგან, რასაც შეიცავს დეოლიგარქიზაციის როგორც ქართული, ისე – უკრაინული მოდელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, “დეოლიგარქიზაციის” კანონის ამოქმედება “ნაციონალურ მოძრაობას” დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემებს შეუქმნის, რადგან მათი ფინანსების წყარო ოლიგარქი კეზერაშვილია.
“ნახეს რა, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესი, თუ კანონს მივიღებთ, შევა ძალაში და რეალურად ამოქმედდება, ოლიგარქიული გავლენებისგან გათავისუფლდება ქართული სივრცე, რაც გამოიწვევს კონკრეტულად “ნაცმოძრაობის” დაფინანსებასთან მიმართებით ცალკეულ პრობლემებს, რადგან მისი დაფინანსების წყარო არის ოლიგარქი კეზერაშვილის მიერ ნაძარცვი შავი ფული, ხოლო ამ კუთხით “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის ამოქმედება ამ ფულის ჩარიცხვას “ნაციონალური მოძრაობის” მესვეურების ჯიბეში შეზღუდავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.