„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ჩაკვეტაძე მადრიდში, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ჩაკვეტაძე მადრიდში, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს.
პრეზიდიუმი ესპანეთის პრემიერმინისტრმა – პედრო სანჩესმა ევროპარლამენტის წევრებსა და საერთაშორისო სოციალისტთა (SI) გენერალური მდივნობის კანდიდატთან, ბენედიქტთა ლასთან ერთად გახსნა.
პრეზიდიუმის ფარგლებში  შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სოციალისტთა (SI) მოქმედ თავმჯდომარე გეორგიოს პაპანდრეუსთან, ევროპარლამენტარებსა და ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიის (PSOE) სხვადასხვა წარმომადგენელთან.
საერთაშორისო გაერთიანების წევრები ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, მოისმენენ IUSY-ს პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საკონტროლო კომისიის ანგარიშებს. პრეზიდიუმი იმსჯელებს 2023 წლის სამოქმედო გეგმაზეც.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს პრეზიდიუმზე პირველადაა მიწვეული, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება. მშვიდობის კომიტეტის პირველ პროექტს საქართველომ მიმდინარე წლის სექტემბერში უმასპინძლა, რომლის შემდეგაც კომიტეტის სამომავლო საქმიანობის გეგმა განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ IUSY 100-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო სოციალისტთა წარმომადგენელი ორგანიზაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები