იუსტიციის მინისტრის მოადგილე – სააკაშვილზე: თუ ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც სასჯელის გადავადებას გულისხმობს, ამას სასამართლო წყვეტს

“როდესაც იქნება ექსპერტების დასკვნები, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ კონკრეტულ დასკვნებზე დაყრდნობით ვისაუბროთ თითოეულმა ჩვენგანმა. რა თქმა უნდა, სამინისტრო გაითვალისწინებს ექსპერტების რეკომენდაციებს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო კანონმდებლობას ემორჩილება.

“თუ არის ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს უკვე სასჯელის გადავადებას მკურნალობის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ეს წერია კანონმდებლობაში. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ნებისმიერი პროცედურა, რომელიც კანონმდებლობის დაცვით წარიმართება, ჩვენ, რა თქმა უნდა, იმას დავემორჩილებით”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები