ლევან იოსელიანი: ესპანეთი ევროკავშირში არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ყველა დონეზე უჭერს მხარს, რომ სტატუსი მოიპოვოს

ესპანეთი ევროკავშირში არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ყველა დონეზე უჭერს მხარს, რომ სტატუსი მოიპოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, „მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან საქართველომ ინტენსიური მუშაობა გააგრძელოს.

„მიმაჩნია, რომ ესპანეთი ევროკავშირში არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ყველა დონეზე უჭერს მხარს, რომ სტატუსი მოიპოვოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ყველა წევრ ქვეყანასთან ინტენსიური მუშაობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ჩვენ  ეს შესაძლებლობა არ გავუშვათ ხელიდან, რომელიც ამ შემთხვევაში მოგვეცა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ესპანეთსა და პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები