შალვა პაპუაშვილი: ესპანეთის ხელისუფლება არის მომართული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ჰქონდეს ის პროგრესი, რომელსაც იმსახურებს

„გვქონდა საუბარი, რომ სამწუხარო იყო ივნისის გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ორი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს”, – ამის შესახებ ესპანეთში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ესპანეთის ხელისუფლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში მხარს უჭერს.

“ჩვენ ამ შეხვედრების დროს დავრწმუნდით, რომ ესპანეთის პარლამენტი და ხელისუფლება ზოგადად არის მომართული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ჰქონდეს ის პროგრესი, რომელსაც იმსახურებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები