ბუაძე – მერაბიშვილს: გაიმარჯვებ კი არა, აუცილებლად დარჩები იმ სანაგვეზე, რომელზეც სამართლიანად დაიმკვიდრე ადგილი

“ლელო – საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ვანო მერაბიშვილის პოსტს, რომელიც ყოფილმა შს მინისტრმა “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გაიმარჯვებ კი არა, აუცილებლად დარჩები იმ სანაგვეზე, რომელზეც სამართლიანად დაიმკვიდრე ადგილი“, – წერს ბუაძე.

ვანო მერაბიშვილმა, “ვარდების რევოლუციის” 19 წლისთავთან დაკავშირებით, გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „23 ნოემბერი, 2003 წელი. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები