ერევანში ევროპული პარტიის ლიდერი დააკავეს
სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი, ტიგრან ხზმალიანი ერევანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კუხო-ს სამიტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებას ცდილობდა.
ამის შესხებ ადგილობრივი მედია წერს.
აღნიშნულია, რომ ხზმალიანთან ერთად ოთხი პირია დაკავებული.
მათ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი („პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობა“) იქნა გამოყენებული.