დღეს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს ესპანეთის კონგრესში გამართავს

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ესპანეთის სამეფოში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.

ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს დღეს კონგრესში გამართავენ. საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული მომავალი და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი იქნება.

გუშინ ქართველ დეპუტატებს, ესპანეთის სენატის სპიკერმა უმასპინძლა, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები