გიორგი ამილახვარი – “ნაცმოძრაობაზე”: მეტი განსაცდელი რა შეიძლება, ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიას, როცა თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატად ლევან ხაბეიშვილს ასახელებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელექტუალური რესურსისგან პრაქტიკულად დაიცალა.

„მეტი განსაცდელი რა შეიძლება, ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიას, როცა თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატად ლევან ხაბეიშვილს ასახელებენ. მათი პარტიული პროცესი არ გვაინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად, დაიცალა ინტელექტუალური რესურსისგან, რადგან რასაც ვხედავთ, ჩანს, რომ ამ ძალას არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ შერჩა“, – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები