გია ცაგარეიშვილი: “ნაცმოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით წაუკითხავად შემიძლია – ვივარაუდო, ისეა შექმნილი, რომ პირდაპირ მიესადაგება ივანიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “დეოლიგარქიზაციის” ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

“არ მოგატყუებთ და კანონპროექტი არ წამიკითხავს, მაგრამ წაუკითხავად შემიძლია – ვივარაუდო, ისეა ეს კანონპროექტი შექმნილი, რომ პირდაპირ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს. ფობიად გადაექცათ ამ ადამიანებს ეს და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ცუდი – მათთვის არავითარი სარგებლის მომტანი არ არის და არც ქვეყნისთვის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “დეოლიგარქიზაციის” ალტერნატიულ კანონპროექტს დღეს წარადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები