მიხეილ სააკაშვილი: ჩემი არცერთი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა

მინდა განვაცხადო, რომ არასდროს ჩემიარცერთი  ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ კლინიკა “ვივამედის” ექიმები მისი გამოჯანმრთელებისთვის, მცდელობას არ აკლებენ და დასძენს, რომ ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება საჭირო არ არის.

“დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. “ვივამედის” ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქპოსტში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები