გოგა ხაინდრავა – „ნაცმოძრაობაზე“: წლების განმავლობაში არანაირი კონსტრუქციული იდეა ჩვენ მათგან არ გაგვიგია – ხაბეიშვილს რომ ხალხი საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს, აღარ ვსაუბრობ, რომ აირჩევს

ხაბეიშვილს რომ ხალხი საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს, აღარ ვსაუბრობ, რომ აირჩევს – ისევ იმას მივადექით, ეს ხომ გარედან ხდება?!, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში არანაირი კონსტრუქციული იდეები, პროექტები, ხედვა ქვეყნის განვითარების თუ ასე შემდეგ, ჩვენ მათგან არ გაგვიგია, რადგან ეს არის ხაბეიშვილების შემადგენლობა. ხაბეიშვილს რომ ხალხი საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს, აღარ ვსაუბრობ, რომ აირჩევს, ისევ იმას მივადექით, ეს ხომ გარედან ხდება. ეს ფული არის გარედან, ეს გავლენა არის გარედან, ეს ლობირება არის გარედან – ყველაფერი ხდება გარედან. ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა გარედან ჭკუაზე ატარონ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები