ირაკლი კობახიძე: ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება

ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„მათი [რადიკალური ოპოზიციის] აგიტაციის შინაარსი არავისთვის დამალული არ არის. როდესაც შენ ეუბნები ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, არ სურს 12 პუნქტის შესრულება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აწარმოებენ პირდაპირ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ გააღიზიანა ისინი ევროკომისარ ვარჰეის დადებითმა შეფასებებმა ჩვენს მიერ განვლილ გზასთან დაკავშირებით. მათ კატეგორიულად არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პათოსი და დამოკიდებულება თავიდან ბოლომდეა გაშიფრული და საზოგადოება ამას ხედავს.

მათ აინტერესებთ თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება 12 პუნქტის შესრულების კუთხით და ბუნებრივია, ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები