ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, ჩემი კოლეგების ნაწილი ევროკომისარს გაფართოების საკითხებში რომ აკრიტიკებს

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, ჩემი კოლეგების ნაწილი ევროკომისარს გაფართოების საკითხებში რომ აკრიტიკებს”, – ამის შესახებ მოქალაქეების“ ლიდერმა, „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

‘საერთო ეროვნულ ხეირი გვექნება თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფონდებზე წვდომა გაგვიჩნდება სოფლის მეურნეობის, კულტურის თუ ნებისმიერი სხვა სფეროს დაფინანსების მიმართულებით. ეს რატომ არ უნდა გინდოდეს, რატომ არ უნდა გიხაროდეს, ვერაფრით ვხვდები“, – აცხადებს ელისაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები