ირაკლი ბერაია: საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები

მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  საფრანგეთის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა  რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე  და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ  გაძლიერებაზე ისაუბრეს.
აღინიშნა  საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობა და პროგრესი, რომელიც საქართველოს  ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

„საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა ამ ქვეყანასთან კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაფართოოთ ურთიერთობები, მათ შორის, განსაკუთრებით ეს ეხება პარლამენტთაშორის ურთიერთობებს”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები