წყნეთსა და ბაგებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, წყნეთსა და ბაგებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
“მიმდინარე წლის განმავლობაში სამინისტრომ 9 გასვლითი ღონისძიება განახორციელა, რომლის ფარგლებში მომსახურება 1000-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა მიიღო. ღონისძიება აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.