გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: გააჩნია, ვის უფრო კარგი „ქურქუმალ ვაითი“ ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე

გააჩნია, ვის უფრო კარგი „ქურქუმალ ვაითი“ ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე ვინ გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს“.

„გააჩნია, ვის უფრო კარგი „ქურქუმალ ვაითი“ ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე. აი, ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. არის მეორე საკითხი, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს და ვინ უფრო დამაზიანებელ დესტრუქციულ პროცესებს განავითარებს. ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, თუ რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელი შეუშალოს. აი, ესაა მთელი სურათი, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება, როდესაც ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“.

რა საკვირველია, ის ფულადი რესურსი, რომელსაც დესტრუქციულ ჯგუფებს შორის კონკურსში დაწინაურებულს სთავაზობს კეზერაშვილი, არ არის მეორე ხარისხოვანი საკითხი. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელი ჯგუფი ჩაიგდებს უპირატესობას ხელში. არანაირი ინტელექტუალური რესურსი დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია, რომ ქვეყნისთვის იზრუნოს, იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ოპოზიციური პლატფორმიდან. ეს არ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის შეთქმულთა ბანაკი და სამწუხაროდ, შეთქმულება საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები