ზუგდიდში სავარაუდოდ სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სოკოთი ინტოქსიკაცია სახელდება. ერთ-ერთი გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მეზობლების ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცები სახლში მდგმურად იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები