ლაშა ხუციშვილი: როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი იზრდება 1,5 მილიარდი ლარით, გასაკვირია აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი უწყების ბიუჯეტზე, რომელიც იზრდება
30 მილიონი ლარით და აქედან 22 მილიონი ლარი ხელფასების ზრდის ნაწილია როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი იზრდება 1,5 მილიარდი ლარით, გასაკვირია აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი უწყების ბიუჯეტზე, რომელიც იზრდება 30 მილიონი ლარით და აქედან 22 მილიონი ლარი ხელფასების ზრდის ნაწილია, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით გვქონდეს მეტი დაფინანსება.
„როგორც აღვნიშნე, უსაფრთხოების მიმართულებით ხელფასები იზრდება 20%-ით. ალბათ, არავის შეხსენება არ სჭირდება, რომ უსაფრთხოების კომპონენტი დღეს საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ეს დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.