განათლების საერთაშორისო ცენტრმა, უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო

დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის (Stipendium hungaricum) ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
• ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30;
• მაგისტრატურა – არაუმეტეს 30;
• დოქტორანტურა – არაუმეტეს 10;
• ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5;
• ტრენინგ კურსები (3-10 თვის ხანგრძლივობის) – 5. განაცხადები მიიღება:
• ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე – 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე (ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე).
• სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე – 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე (ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე).
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია კონსულტაციის გავლა როგორც ონლაინ, ელექტრონული ფოსტის: iec@iec.gov.ge მეშვეობით, ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 0322 97 01 97 საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები