ლაშა ხუციშვილი: 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარების ოდენობა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
• პენსიები და კომპენსაციები – 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
• მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები – 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
• მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები – 85 მილიონი ლარი;
• ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები – 70 მილიონ ლარამდე;
• დასაქმების ხელშეწყობა – 80 მილიონ ლარზე მეტი;
• საპენსიო სქემის თანადაფინანსება – 310 მილიონი ლარი;
• მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები – 290 მილიონი ლარი. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
• 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის – 365 ლარი;
• 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის – 295 ლარი;
• მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;
• სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით; გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები