გია ვოლსკი – სააკაშვილზე: დღემდე არ გვინახავს კომპეტენტური, სრულფასოვანი სამედიცინო დასკვნა, რომლითაც შეიძლება, შესაბამისმა სტრუქტურებმა იმსჯელონ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღემდე არავის უნახავს სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზე შესაბამისმა უწყებებმა შეიძლება იმსჯელონ.

“რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანას, ვფიქრობ, ეს არ არის პოლიტიკოსების განსახილველი თემა. დღემდე ჩვენ არ გვინახავს კომპეტენტური, სრულფასოვანი, მრავალმხრივი სამედიცინო დასკვნა, რომლითაც შეიძლება შესაბამისმა სტრუქტურებმა და არა პარლამენტის ფრაქციებმა იმსჯელონ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები