ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირმა ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა – პირველად ისტორიაში, განცხადებაში მათ უწერიათ, რომ რუსეთი ახორციელებს ქართული ტერიტორიების ოკუპაციას

ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშში ასახულია ის მძიმე ვითარება, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირმა გააკეთა ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადება. პირველად, ევროკავშირის ამ განცხადებების ისტორიაში, მათ უწერიათ, რომ რუსეთი ახორციელებს ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს ტერმინი ჩვენ გვხვდებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციებში, მაგრამ ევროკავშირის განცხადებებში, ოფიციალურ აღმასრულებელ დონეზე, ასეთი ტერმინი არ იყო და ეს მოხდა პირველად. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და მართლაც მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა ეს განცხადება გააკეთა“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები