ირაკლი ღარიბაშვილი – იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ჩვენ შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Held productive talks w/Commissioner @OliverVarhelyi on topics of 🇬🇪-🇪🇺 bilateral relations. We are hopeful that our strong ties will grow as we step-up joint efforts to accelerate 🇬🇪's 🇪🇺 membership.🇬🇪 is committed to pursuing its path of reforms to bring our goals within reach. pic.twitter.com/SMB5O1afRz
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 15, 2022