ოლივერ ვარჰეი: დღეს ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, რომ 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი

“დღეს ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, რომ 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი”, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს, სამწუხარო იქნება.

„დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს. შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე. ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსენსუსის შემადგენელი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა, ამიტომ იმედი მაქვს, მე მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელში წასაღებად, რადგან პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში და პარლამენტის კომპეტენციასა და მანდატში შედის ბევრი საკითხი. ამიტომ მოგვიწევს ერთად მუშაობა და იმედი მაქვს, ეროვნული კონსენსუსი შედგება იმ ყოველდღიური, რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში და როგორც უკვე ვთქვი, იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები