ნიკოლოზ სამხარაძე კლინგენდაელის ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კლინგენდაელის ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდა, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის გეოპოლიტიკური როლის შესახებ ანგარიშს ამზადებენ.
პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ საერთაშორისო მკვლევრებს მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს.