გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კონვენციის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ჩატარდა პროგრამის -„საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება” (Needs Based Finance) – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დახმარებით, რაც ეხმარება განვითარებად ქვეყნებს/რეგიონებს კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან ადაპტაციისათვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროგრამის ნაწილი და წარმოადგენს ლიდერ ქვეყანას, რომელიც უძღვება რეგიონის ჩართულობას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამის მონაწილე რეგიონების ლიდერი ქვეყნების მინისტრები. შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის დაფინანსებაზე წვდომის მნიშვნელობას, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები