რატი იონათამიშვილი: რამდენიმე ევროპარლამენტარის პირდაპირი ინტერესია, რომ აქ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, რათა საკუთარი გეგმები განახორციელონ და მეორე ფრონტი გაიხსნას

ევროკავშირში გარკვეულ ძალებს ჩვენი ქვეყნისადმი პირდაპირი ინტერესი აქვთ. საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს ზუსტად და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ობიექტურად და სამართლიანად აფასებენ ჩვენი მოქალაქეები ამ პროცესებს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

“ფაქტია, რომ პირდაპირი ინტერესი არსებობს, ეს არის ზუსტად ის, რომ აქ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, რათა საკუთარი გეგმები განახორციელონ, რაც მეორე ფრონტის გახსნასთანაა დაკავშირებული. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს და ეს სამართლიანობა ახსნადი უნდა იყოს და საზოგადოებაში ამ განცდასაც უნდა ტოვებდეს. არიან ისეთი ფიგურები, მაგალითად კუბილიუსი, ფოტიგა, იუკნევიჩიანე, რომლებთანაც ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. მათ ძალიან კარგად იციან ეს და როგორც მე აღვნიშნე, აქ ისინი არიან არეულობის მომხრე და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა იმასთან არ არის კავშირში, რომ მათ დადებითი წარმოდგენა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციაზე და მათ მიაჩნიათ, რომ ასეა სწორი, სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ამიტომ, უსამართლო გადაწყვეტილებებისკენ ცდილობენ, გადახარონ ევროპარლამენტი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები