გოგა ხაინდრავა: აშშ-ის არჩევნებში ცოცხალმა ამომრჩეველმა ხმა გარდაცვლილ კანდიდატს მისცა
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ში გამართულ შუალედურ არჩევნებს “ტვიტერზე” ეხმაურება.
“აშშ-ის 2020 არჩევნებში გარდაცვლილმა ამომრჩეველმა ცოცხალ კანდიდატს მისცა ხმა. დემოკრატიული რეფორმების შედეგად, 2022 წელს ცოცხალმა ამომრჩეველმა ხმა გარდაცვლილ კანდიდატს მისცა, რაც, კუბილიუსის აზრით, ევროპული პერსპექტივისთვის საკმარისია. კანდიდატობას 12 პუნქტი დასჭირდება. ალილუია!”, – წერს ხაინდრავა.