პეტრე ცისკარიშვილი: “ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

“მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთებიან კანდიდატები, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, რომ ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით. პროცესი წავა მშვიდად და დემოკრატიულად”, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები