რუსეთის მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა აჩვენებს, რომ სამხედრო ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერა წარმატებულია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-ს განუცხადა.
„ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობას, მონდომებას, ერთგულებას და ასევე მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას. უკრაინული ძალების მოწინავე აღჭურვილობით მომზადებისა და უკრაინული ძალების გამბედაობის ერთობლიობა შესაძლებელს ხდის ტერიტორიის გათავისუფლებას, როგორც ახლა ხერსონის ირგვლივ ვხედავთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.