საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ხელახლა განსაზღვრის საკითხზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ხელახლა განსაზღვრის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგლამენტში ბოლოს განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე კომიტეტებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში და პარლამენტის ეთიკის საბჭოში კვოტების ხელახლა განსაზღვრა გახდა საჭირო.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში კომიტეტებისა და მუდმივმოქმედი საბჭოების შემადგენლობაში ციფრობრივი მონაცემებით პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. ცვლილება მხოლოდ საპარლამენტო დელეგაციებში უფრაქციო დეპუტატების შემადგენლობის განსაზღვრას შეეხება. განხილულ საკითხს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები