გიორგი ამილახვარი: “ნაცმოძრაობა” დაშლის პირასაა
“ეს არის პარტია, რომელსაც არ აერთიანებს რაიმე იდეოლოგია ან სახელმწიფოებრივი ხედვა, ეს არის პარტია, რომელსაც აერთიანებს პიროვნული კულტი და დღესაც მისტირიან მიხეილ სააკაშვილს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია დაშლის პირასაა.
„ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ უკვე დაშლის პირასაა და ის პოლიტიკური კანონზომიერება, რომელიც დღეს დგება მოგვიტანს იმ შედეგს, რომ შემდეგ ნებისმიერ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური რადარებიდან საერთოდ გაქრება“, – განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.