ირანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჩავიდა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში იმყოფება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ვიზიტი ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, კონტრადმირალ ალი შამხანის ოფიციალური მიწვევით შედგა.
მოსალოდნელია, რომ, კოლეგასთან შეხვედრის გარდა, პატრუშევი სხვა მაღალჩინოსნებთანაც გამართავს მოლაპარაკებას.
განიხილება ორმხრივი ურთიერთობები, საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების საკითხები.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ეკონომიკური დელეგაცია ახლავს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თეირანის და მოსკოვის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში გაღრმავდა. კერძოდ, თეირანი მოსკოვს დამრტყმელ დრონებს აწვდის, რომელსაც კრემლი უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებს; ასევე, დასავლეთის დაზვერვაში არ გამორიცხავენ, რომ ირანი რუსეთს სხვა ტიპის იარაღიც გადასცეს.