ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი „ოსკარი“ გადასცა.
„როდესაც გაიმარჯვებთ, დამიბრუნებთ“, – განუცხადა შონ პენმა უკრაინის ლიდერს.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ რეჟისორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამჯერად ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი „ოსკარი“ ჩამოიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ის უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.
დიდი სიამოვნებით გადავეცი შონ პენს III ღირსების ორდენი. მადლობა ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის უკრაინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში!“ – წერს ზელენსკი Facebook-ზე.