სვენ მიქსერი: ვფიქრობ, საბოლოოდ შევძელით კომპრომისის მიღწევა, რაც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს
ვფიქრობ, საბოლოოდ შევძელით კომპრომისის მიღწევა, რომელიც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ დღეს მიღებულ კომპრომისულ შესწორებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ინტეგრაციის პროცესს.
„ეს იყო მოლაპარაკებების საკმაოდ რთული პროცესი და მასში ჩართულ ყველა მხარეს მინდა მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, საბოლოოდ შევძელით კომპრომისის მიღწევა, რომელიც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს. ევროპარლამენტში ჩვენ ასევე განვიხილეთ ის თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. ჩვენ გვქონდა სამართლიანი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს მხარი დაუჭირა.